2015

სტუდენტური შეჯიბრი იმიტირებულ საგადასახადო დავაზე 

30-31 მაისს, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პირველად მოეწყო სტუდენტური შეჯიბრი იმიტირებულ საგადასახადო დავაზე.

 
შეჯიბრში მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტების ბიზნესისა და სამართლის სკოლის სტუდენტები იღებდნენ. ფინალში, რომელიც საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, ერთმანეთს თავისუფალი უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. ამჯერად თსუ-ს გუნდმა იმარჯვა, რომელსაც დავით აბესაძე და ლაშა ზურაბიანი წარმოადგენდნენ. საუკეთესო სპიკერებად თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი ქეთევან ოთარაშვილი და ბიზნეს სკოლის სტუდენტი ნინო კალანდაძე დასახელდნენ.
 
შეჯიბრის მხარდამწერი ორგანიზაციების მიერ პრიზებად სტაჟირებები იყო გათვალისწინებული, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის დაფინანსებით ფინალისტი გუნდის წევრები სრულიად უფასოდ გაივლიან 6 კვირიან სასერთიფიკატო პროგრამას  საგადასახადო სამართალში. სტაჟირებებს შეჯიბრის 9 მონაწილე გაივლის ისეთ კომპანიებში, როგორიცაა - EY -საქართველო, Deloitte & Touche, BDO, KPMG და Capto Group გაივლიან.
 
შეჯიბრის მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან: EY -საქართველო, Deloitte & Touche, BDO, KPMG, TBC ბანკი, RSM Capto Group, PwC, DLAPiper, Dechert LLP, ფინანსების, გადასახადებისა და მენეჯმენტის ცენტრი.