2016

 

ბიზნეს სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი ჩატარდა

 

ამაწლის 17-18 დეკემბერს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი ჩატარდა.

შეჯიბრის პირველ ეტაპზე მონაწილეობას იღებდა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების 19 გუნდი. სტუდენტურმა გუნდებმა შეჯიბრისათვის სპეციალურად შემუშავებულ საქმეზე სარჩელი და შესაგებელი მოამზადეს, რომლის შეფასების შედეგად ზეპირი მოსმენების ეტაპზე 12  გუნდი გადავიდა. ზეპირი მოსმენების ეტაპს 17 დეკემბერს თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

ფინალური შეჯიბრი 18 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდა, სადაც ფინალში თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ.

2016 წლის შეჯიბრის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა.

ბიზნეს სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამისა “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“ ხელშეწყობით განხორციელდა.

კაზუსი

შეჯიბრის წესები

ფოტო ალბომი