2016

საჯარო ლექცია „გადახდისუუნარობის კანონმდებლობის რეფორმირების საჭიროება და არსებული სისტემის ნაკლოვანებები“

17 ივნისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე "გადახდისუუნარობის კანონმდებლობის რეფორმირების საჭიროება და არსებული სისტემის ნაკლოვანებები". ლექციის მიზანი იყო განიხილა და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ემსჯელა პრაქტიკაში წარმოქმნილ სირთულეებზე, რაც აბრკოლებს ბიზნესის განვითარებას და ცხადყოფს სისტემის რეფორმირების აუცილებლობას.


საჯარო ლექციის მომხსენებლები იყვნენ, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ექსპერტები ნანა ამისულაშვილი, იურიდიულიფირმა VBAT, პარტნიორი და თამთა ივანიშვილი, იურიდიული ფირმა BLC, უფროსი იურისტი. 

ლექციას ესწრებოდნენ პრაქტიკოსი იურისტები და სტუდენტები.


ლექცია ჩატარდა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ „გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანიის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით.

ფოტო ალბომი