2018

2018 წლის 15 -16 დეკემბერს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სტუდენტური შეჯიბრი ბიზნესის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. 
შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა 8 გუნდი საქართველოს 3 უნივერსიტეტიდან. შეჯიბრის გამარჯვებული გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, ხოლო მეორე ადგილი დაიკავა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა. საუკეთესო მომხსენებლის სტატუსი მოიპოვა გამარჯვებული გუნდის წევრმა - მარიამ ფირცხალაიშვილმა. შეჯიბრის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ხოლო პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდების წევრებს გადაეცათ სამოქალაქო კოდექსის კომენტარები.
შეჯიბრი განხორციელდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

ფოტო ალბომი

შეჯიბრის საქმე

შეჯიბრის წესები