სტუდენტებისთვის

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი ქართველ სტუდენტებს მრავალმხრივ შესაძლებლობას სთავაზობს, რათა გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ პრაქტიკული უნარები ბიზნეს სამართლის მიმართულებით.

ცენტრი პერიოდულად აწყობს საჯარო ლექციებს, ბიზნეს სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, სადაც დასწრება შეუძლიათ როგორც პრაქტიკოს იურისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, ისე სტუდენტებს საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლიდან.

საჯარო ლექციების გარდა, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, კონკურსის საფუძველზე მონაწილეობა მიიღონ ცენტრის მიერ ორგანიზებულ ზამთრისა და ზაფხულის სკოლებში, ასევე ბიზნეს სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა და სხვა ღონისძიებებში.

გარდა აღნიშნულისა, 2012 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ცენტრი დამატებით შესაძლებლობებსაც ქმნის, როგორიცაა სტაჟირება ბიზნეს სამართლის ეროვნულ ცენტრში და პრაქტიკა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის კლინიკაში.