პრაქტიკოსებისთვის

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი პრაქტიკოს იურისტებს სთავაზობს მრავალმხრივ შესაძლებლობებს, რათა გაიღრმავონ ცოდნა ბიზნეს სამართლის მიმართულებით და დახვეწონ საკუთარი პროფესიული უნარები.

ცენტრი ყოველწლიურად მართავს ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმს, რომელიც ბიზნეს სამართლის აქტუალურ საკითხებს ეთმობა და მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და იმსჯელონ პრობლემურ საკითხებზე.  გარდა ამისა, ცენტრი პრაქტიკოს იურისტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებსა და მოკლევადიან სასერთიფიკატო პროგრამებს.

გარდა ამისა, პრაქტიკოს იურისტებს  შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ აკადემიური სტატიათა კონკურსში და საკუთარი ნაშრომი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვის“ ელექტრონულ გამოცემაში განათავსონ. 

 

ინფორმაცია ამ დროისათვის აქტიური პროგრამების შესახებ იხილეთ აქ.