ორგანიზაციებისთვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე თანამშრომლობს საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან და სთავაზობს ბიზნეს სამართლის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე, როგორც სამართლებრივი კვლევების, ისე ტრენინგების ჩატარებას.

ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგები მოიცავს მათ შორის, სამართლებრივი წერის ტრენინგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის თანამშრომელთათვის, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანაშრომლობით ჩატარებულ ტრენინგს შემოსავლების სამსახურისა და დავების განმხილველი საბჭოს იურისტებისათვის. 

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს ასევე ჩატარდა კორპორატიული ტრენინგები სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომლებისთვის, ასევე შრომის სამართლის საკითხებზე მსხილი კომპანიების (McDonalds რესტორნების ქსელი, ვისოლი, და.ა.შ) ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის. 

საკონტაქტო პირი:

ნინო ბალანჩივაძე, ადმინისტრაციული დირექტორი

ტელ.: 220 09 01; 591 201601

ელფოსტა: n.balanchivadze@freeuni.edu.ge