ადვოკატებისთვის

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი მოქმედ ადვოკატებს  სთავაზობს მრავალმხრივ შესაძლებლობებს, რათა გაიღრმავონ ცოდნა ბიზნეს სამართლის მიმართულებით და დახვეწონ საკუთარი პროფესიული უნარები.

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი რეგულარულად აწყობს ღონისძიებებს (კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები) ადვოკატთა სავალდებულო განგრძობადი იურიდიული განათლების (გ.ი.გ.) ფარგლებში.

ასევე ცენტრი, ყოველწლიურად მართავს ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმს, რომელიც ეთმობა ბიზნეს სამართლის აქტუალურ საკითხებს და მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და იმსჯელონ პრობლემურ საკითხებზე.

დეტალური ინფორმაცია გ.ი.გ კონფერენციების, ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმებისა და სხვა აქტივობების შესახებ იხილეთ შესაბამის გვერდზე.