საჯარო ლექციები

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი რეგულარულად მართავს ღია საჯარო ლექციებსა და დისკუსიებს ბიზნეს სამართლის სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, რომელზე დასწრებაც შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. საჯარო ლექციებს კითხულობენ დარგში მოღვაწე პრაქტიკოსი იურისტები, მოსამართლეები და აკადემიური პერსონალი.

საჯარო ლექციებისა და დისკუსიების თემატიკა ეძღვნება ბიზნეს სამართლის პრობლემურ და იმ ეტაპისთვის აქტუალურ საკითხებს.

2012 წლიდან ჩატარებული საჯარო ლექციების შესახებ ინფორმაცია და ვიდეო მასალა შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის გვერდზე.