Law Teaching - სამართლის სწავლების მეთოდოლოგია

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ, უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან (აშშ) პარტნიორობის ფარგლებში და USAID-ს მხარდაჭერით განხორციელდა ინტენსიური ტრენინგების სერია "სამართლის სწავლების მეთოდოლოგიაში".

ტრენინგებს ესწრებოდნენ აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის სკოლების პროფესორ-მასწავლებლები (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა, საქართველოს უნივერსიტეტი).

აღნიშნული ტრეინინგი წარმოადგენს სამართლის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის განვითარებაზე მიმართული პროგრამის პირველ ეტაპს. პროგრამა გულისხმობდა ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით პროფესიონალი ადგილობრივი ტრენერების მომზადებას, რომლებიც შემდგომში საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სხვა ქართველ კოლეგებსაც გაუზიარებენ. 

ტრენინგებს ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები ატარებდნენ. ერთწლიანი პროგრამა 2013 წლის გაზაფხულზე დასრულდა, ხოლო წარმატებულ მონაწილეებს გადაეცათ Institute for Law Teaching and Learning (USA)-ის სერტიფიკატი. მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი წარმატებული გამოცდილების შესახებ სტატიები გამოაქვეყნონ Institute for Law Teaching and Learning-ის პერიოდულ ჟურნალში და გაემგზავრონ ამერიკის შეერთებულ შტატებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამჟამად მიმდინარეობს სამართლის სწავლების მეთოდოლოგიის კურსის მეორე ეტაპი, რომელზეც ტრენერების მიერ ხდება შესაბამისი ქართულენოვანი მასალების შემუშავება და სხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისთვის გაზიარება. 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2014 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა სამართლის სწავლების ინსტიტუტი. ღნიშნული ინსტიტუტი წარმოადგენს სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის პროფესორების გაერთიანებას, რომელთა მიზანია საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ აკადემიურ სფეროში მოღვაწე სხვა პროფესორებს მთელი საქართველოს მასშტაბით. პირველი ტრენინგები ამ მიმართულებით 2015 წლის თებერვალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, სადაც სამართლის სკოლის პროფესორები გაეცნენ თანამედროვე სწავლების ისეთ მეთოდებს როგორიცაა აქტიური სწავლების მეთოდი, კაზუსებით სწავლება, შეფასების რუბრიკები და სხვა. 

პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP), რომელსაც საქართველოში, USAID-ის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.

 

დამატებითი ინფორმაცია: