იმიტირებული სასამართლოები 2012

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2012 წელს პირველად ჩატარდა ეროვნული შეჯიბრი, ბიზნეს სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

შეჯიბრი წარმოადგენს საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოს სიმულაციას, რომელიც მაქსიმალურადაა ადაპტირებული შეჯიბრის ფორმატისათვის. წესები შემუშავებულ იქნა ყველაზე ცნობილი საერთაშორისო იმიტირებული პროცესების  პრაქტიკაზე დაყრდნობით (იხ. შეჯიბრის წესები)

თავდაპირველად, შეჯიბრში მონაწილეობის სურვილი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების ოცდაათზე მეტმა გუნდმა გამოთქვა. საბოლოოდ, ფინალურ ეტაპზე გამარჯვებისათვის ერთმანეთს ათი გუნდი შეხვდა. 

იმიტირებული სასამართლო პროცესების ფინალური ეტაპი - ზეპირი განხილვები 2012 წლის 22-23 დეკემბერს, თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა. გუნდები  წარმოადგენდნენ როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციას შეჯიბრისათვის სპეციალურად შემუშავებულ საქმეზე.

გუნდებს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, იურიდიული ფირმებიდან და სასამართლო სისტემიდან მოწვეული, ბიზნეს სამართალში პრაქტიკული გამოცდილების მქონე აღიარებული სპეციალისტები აფასებდნენ. გამარჯვებული გუნდებსა და საუკეთესო მონაწილეებს კი სერტიფიკატები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ (იხ. დეტალურად).

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP), რომელსაც საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაცია: