საჯარო ლექციაბი 2012

20.12.2012 - მორალური ზიანის კომპენსაციის პრობლემური საკითხები

სასამართლო პრაქტიკაში საკმაოდ აქტუალურია საკითხი მორალური (არამატერიალური) ზიანის კომპენსაციის შესახებ. საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს მორალური ზიანის მიყენებისათვის ზიანის მიმყენებლის (დელიქვენტის) პასუხისმგებლობის საკითხს რამოდენიმე შემთხვევისათვის, თუმცა არსებული რეგულირების არასრულყოფილების და ამავდროულად ტერმინოლოგიური გაუმართავობის გამო, დღის წესრიგში ხშირად დგება საკითხი ამ ინსტიტუტის სათანადო რეგულირების არარსებობის თაობაზე.

ლექციაზე საკითხი განხილულ იქნა სასამართლო პრაქტიკასთან მიმართებით და შედარებით-სამართლებრივ ჭრილში.

მომხსენებელი: ლევან ჯანაშია, ადვოკატი, თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი

 

14.12.2012 - CISG ქართულ სამართლებრივ სივრცეში

აქონლის საერთაშორისო ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1980 წლის კონვენციის წევრია 80–მდე სახელმწიფო. აღნიშნული კონვენცია წარმოადგენს საერთაშორისო ნასყიდობის სამართლის უნიფიკაციის უნიკალურ ნიმუშს. დაახლოებით 2500–მდე გამოქვეყნებული სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, უამრავი სამეცნიერო პუბლიკაცია და საერთაშორისო კონფერენციები მეტყველებს თავად კონვენციის მნიშვნელოვან როლზე თანამედროვე მსოფლიოში. აღნიშნული კონვენცია საქართველოში ძალაშია 1995 წლიდან, მაგრამ მისი გამოყენება ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არც თუ ისე ხშირი და ერთგვაროვანია.

ლექცია მიეძღვნა ქართულ სამართლებრივ სივრცეში კონვენციის ადგილის, გამოყენების მექანიზმისა და პერსპექტივების განხილვას ქართული საერთაშორისო კერძო სამართლის შესაბამისი ნორმებისა და არსებული სასამართლო პრაქტიკის კონტექსტში.

მომხსენებელი: გიორგი სვანაძე, Rodl & Partner, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის აკადემიური თანადირექტორი

დამატებითი ინფორმაცია: შეხვედრის ფოტოალბომი

 

15.11.2012 - სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის სამართლებრივი გარანტიები 

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა სასამართლოების მიერ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა. სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური პრინციპის პრაქტიკული და ინსტიტუციური განხორციელება განსაკუთრებულ მნიშნელობას იძენს პოლიტიკური ცვლილებების პერიოდში. საჯარო დისკუსია-სემინარი მიეძღვნა საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის განსამტკიცებლად დღემდე განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებს და ამ სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს.

შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი ირაკლი კორძახია და საადვოკატო კომპანია „VBAT"-ის პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე.

დამატებითი ინფორმაცია: შეხვედრის ფოტოალბომი

 

22.03.2012 - ინტერნეტ მეკობრეობა

22 მარტს, თავისუფალ უნივერსიტეტს უოშბორნის უნივერსიტეტის პროფესორი, პატრიცია ჯადი ესტუმრა და სამართლისა და ბიზნესის სკოლის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე "ინტერნეტ მეკობრეობა". 

დამატებითი ინფორმაციაშეხვედრის ფოტოალბომი

 

21.12.2011 - ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების სამართლებრივი ასპექტები

21 დეკემბერს, ბიზნეს სამართლის ეროვნულ ცენტრში ქართველი იურისტებისა და სტუდენტებისათვის კიდევ ერთი საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე "ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებასთან დაკავშირებული, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პოლიტიკურ სამართლებრივი ასპექტები".

შეხვედრის სტუმარი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგი კაპანაძე.

დამატებითი ინფორმაცია: შეხვედრის ვიდეოჩანაწერი

 

07.12.2011 - სამეწარმეო სამართლის რეფორმა საქართველოში

7 დეკემბერს, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე "სამეწარმეო სამართლის რეფორმა საქართველოში", რომელსაც თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელთა საბჭოს თავმჯდომარე, კახა ბენდუქიძე უძღვებოდა.

შეხვედრას 200-მდე ქართველი სტუდენტი და პრაქტიკოსი იურისტი დაესწრო.

დამატებითი ინფორმაცია: შეხვედრის ფოტოალბომიშეხვედრის ვიდეოჩანაწერი

 

17.11.2011 - იურისტის როლი და კანონის უზენაესობა ბიზნესში

17 ნოემბერს ბიზნეს სამართლის ეროვნულ ცენტრში საჯარო დისკუსია გაიმართა, თემაზე "იურისტის როლი და კანონის უზენაესობა ბიზნესში". შეხვედრას ესწრებოდნენ თავისუფალი უნივერსიტეტისა ად სხვა ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

შეხვედრის ძირითადი მომხსენებელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი საერთაშორისო და საჯარო ურთიერთობების მიმართულებით საერთაშორისო ფინანსებსა და ბიზნესში, ხოლო სხვადასხვა დროს Siemens Corporation - USA პრეზიდენტი, სამართლის დოქტორი (1958, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, გერმანია), პროფესორი ჰანს ვ.დეკერი გახლდათ, ხოლო შეხვედრას მოდერირებდა ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის აკადემიური თანა-დირექტორი, დავით კაპანაძე (Legal PArtners Associated LLC)

დამატებითი ინფორმაცია: შეხვედრის ფოტოალბომი

 

05.10.2011 - შესავალი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, 5 ოქტომბერს 50-მდე ქართველი სტუდენტისათვის, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში კვალიფიციურმა ამერიკელმა ექსპერტ-კონსულტანტმა, ბატონმა ტიმოთი თრეინერმა საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე "შესავალი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში"

დამატებითი ინფორმაცია: შეხვედრის ფოტოალბომი