ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი 2014

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრისა და უოშბორნის უნივერსიტეტის (კანზასი, აშშ) სამართლის სკოლის ორგანიზებით 2014 წლის 21-24 მაისს ბიზნეს სამართლის კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ბიზნესისა და საკონსტიტუციო სამართალში პრობლემური საკითხების გარშემო გამართულ საჯარო ლექციებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს და გაცნობოდნენ კონკრეტული საკითხის ქართულ და ამერიკულ პერსპექტივას.

კვირეულის დასკვნით ღონისძიებას ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი წარმოადგენდა, რომელშიც მონაწილეობა 50-მდე პრაქტიკოსმა იურისტმა და სტუდენტმა მიიღო. სამართლის სიმპოზიუმის ფარგლებში განხილულ იქნა მეწარმეთა შესახებ კანონის პრობლემური საკითხები და ახალი კანონპროექტით მათი დარეგულირების მოდელები და ასევე საერთაშორისო კერძო სამართლის აქტუალური საკითხები.

ბიზნეს სამართლის კვირეულს მხარს უჭერდა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP), რომელსაც საქართველოში USAID-ის დაფინანსებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაცია: