საჯარო ლექციები 2014

04.12.2014 - პარტნიორთა შეთანხმება: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე სიახლეები საქართველოში
 
საჯარო ლექცია ეხებოდა  პარტნიორთა შეთანხმების მოლაპარაკებებისა და შედგენის საუკეთესო პრაქტიკას და საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული მიდგომების განვითარებას ამ მიმართულებით. 
 
მომხსენებელი: ნიკოლა მარიანი, საერთაშორისო იურიდიული კომპანია Dechert LLP პარტნიორი
 
დამატებითი ინფორმაცია: ლექციის პრეზენტაცია 
 
 
28.05.2014 - საერთაშორისო კონტროლირებადი გარიგებების შეფასებები: შესავალი და სიახლეები ქართულ საგადასახადო სისტემაში
 
საჯარო ლექცია განკუთვნილი იყო მხოლოდ სტუდენტებისა და უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისათვის და ეხებოდა საერთაშორისო კონტროლირებადი გარიგებების შეფასებებს. კერძოდ, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და მის შესაბამისობას საერთაშორისო პრაქტიკასთან. 
 
მომხსენებელი: ჯოელ კუპერი, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ექსპერტი საგადასახადო მიმართულებით 
 
 
23.05.2014 - ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის წარმოშობილი დავები, რომელიც გამოწვეულია ქვეყანაში მთავრობის ცვლილებებით
 
საჯარო ლექციისას მომხსენებელმა ისაუბრა ექსპროპრიაციის შემთხვევებზე და ყირიმში განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებზე. ის ასევე შეეხო მსგავსი ტიპის დავებს ინვესტორებსა და სახემწიფოს შორის უახლოესი ისტორიიდან, როგორიც არის ირანის, რუსეთის (იუკოსის საქმე) ჩილეს, ფილიპინებისა (ფრაპორტის საქმე) და ვენესუელას (ჩავესის საქმე) შემთხვევები. 
 
მომხსენებელი: ფრედერიკ სერჯენსი, ოუშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი  
 
დამატებითი ინფორმაცია: ვიდეო მასალა
 
 
22.05.2014 - Iura Novit Curia პრინციპი საერთაშორისო საინვესტიციო არბიტრაჟში
 
აღნიშნული ლექცია ჩატარდა ბიზნეს სამართლის კვირეულის ფარგლებში. დისკუსია შეეხებოდა პრინციპს - Iura Novit Curia, იგივე - "სასამართლომ იცის კანონი", საერთაშორისო საინვესტიციო არბიტრაჟში. ლექციაზე მიმოხილული იქნა აღნიშნული პრინციპის რელევანტურობა მსგავსი ტიპის დავებთან მიმართებაში საერთაშორისო არბიტრაჟში. 
 
მომხსენებელი: ფრედერიკ სერჯენსი, ოუშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი  
 
დამატებითი ინფორმაცია: ვიდეო მასალა
 
 
21.05.2014 - როდის არის ბიზნესის რეგულაციები არაკონსტიტუციური? საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევები
 
ბიზნეს სამართლის კვირეულის ფარგლებში  ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „როდის არის ბიზნესის რეგულაციები არაკონსტიტუციური? საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევები“. ლექციაზე განხილულ იქნა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, ასევე ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილები და სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპი. 
 
მომხსენებელი: ბილ რიჩი, უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი
 
დამატებითი ინფორმაცია: ვიდეო მასალა
 
 
21.05.2014 - საკუთრების უფლებაში ჩარევის საფუძვლები
 
ბიზნეს სამართლის კვირეულის ფარგლებში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - საკუთრების უფლებაში ჩარევის საფუძვლები. ლექციაზე მიმოხილულ იქნა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საკუთრების უფლებაში ჩარევის კანონიერი საფუძვლები და ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ამ მიმართულებით. 
 
მომხსენებელი: გიორგი მშვენიერაძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორი
 
დამატებითი ინფორმაცია: ვიდეო მასალა
 
 
04.04.2014კომპანიების შერწყმისა და შესყიდვის საკითხებზე
 
საჯარო ლექცია ეძღვნებოდა ისეთ აქტუალურ საკითხს როგორიც არის კომპანიების შერწყმისა და შეძენის ფუნდამენტური საკითხების პრაქტიკული მიმოხილვა. ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა კომპანიების საერთაშორისო ხასიათის შერწყმისა და შეძენის გარიგებებთან დაკავშირებული პრაქტიკული ასპექტები. მათ შორის, მოლაპარაკების წარმოების და პროცესის წარმართვის საკითხები. 

მომხსენებელი: ნიკოლა მარიანი, საერთაშორისო იურიდიული კომპანია Dechert LLP პარტნიორი