გ.ი.გ კონფერენცია 2014

2014 წლის 29-30 ნოემბერს ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP)  და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა 
 
განგრძობადი იურიდიული განათლების მე-4 ეროვნული კონფერენცია
 
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 80-მდე იურისტმა და უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე დაინტერესებულმა პირმა.
 
კონფერენციის სპიკერებმა წარმოადგინეს მოხსენებები შემდეგ თემებზე:
 
  • საერთაშორისო ბიზნეს ხელშეკრულებების მოლაპარაკება და დადება საერთაშორისო ნასყიდობის სამართლის ფონზე  - გიორგი სვანაძე, Deloitte & Touche
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეჟიმი: რისკები და გამოწვევები  - გიორგი ნარმანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტში: პრობლემები და სასამართლო პრაქტიკა - ლევან ნანობაშვილი, Georgian American Alloys
  • დირექტორატის მოვალეობები კომპანიების შერწყმისა და საკონტროლო პაკეტის დაუფლებისას: შედარებითსამართლებრივი კონტექსტი - ლაშა ცერცვაძე, BTA ბანკი
  • დელიქტური პასუხისმგებლობის სამართლის სისტემა ქართული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით  -  გიორგი ბათლიძე, BLC
  • შეჯიბრებითობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ცვლილებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსში  - ზვიად კორძაძე და ქეთევან ქვარცხავა, საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაცია
  • გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისა და იძულებითი აღსრულების პროცესის ურთიერთქმედება და კოლიზიური საკითხები  - ირაკლი გაფრინდაშვილი, GLCC
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული ასპექტები საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში  - ნიკოლოზ გოგილიძე, საქპატენტი
 
კონფერენციის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებირივ გაძლიერების პროეტმა (JILEP), რომელსაც საქართველოში ახორციელებს  East-West Management Institute (EWMI).
 
დამატებითი ინფორმაცია: