იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი 2014

2014 წლის 20-21 დეკემბერს რიგით მესამე, ბიზნეს სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრის პირველ ეტაპზე მონაწილეობას აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ჩვიდმეტი გუნდი იღებდა.
პირველ ეტაპზე სტუდენტთა გუნდებმა შეჯიბრისათვის სპეციალურად შემუშავებულ საქმეზე სარჩელი და შესაგებელი მოამზადეს, რომლის გასწორების შედეგად ზეპირ ეტაპზე მხოლოდ 8 გუნდი გადავიდა.  ფინალური შეჯიბრი  20-21 დეკემბერს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა, სადაც ფინალში ერთმადენთს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ.
2014 წლის შეჯიბრის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი "ბერნული" გახდა, რომელთან საჩუქრად 1000 ლარიანი წიგნების ვაუჩერი და ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზამთრის ან ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის ვაუჩერი გადაეცათ. მეორე ადგილზე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ანანო ხურციძე და გვანცა კვარაცხელია გავიდნენ; მესამე და მეოთხე ადგილები კი თსუ-ს გუნდმა "მენდასიუმ"-მა და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა "ევოლუციონისტებმა" გაინაწილეს. მათაც საჩუქრად წიგნების ვაუჩერები გადაეცათ.
პროექტის მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP). 

დამატებითი ინფორმაცია:

        შეჯიბრის წესები 

        კაზუსი

        საორგანიზაციო გუნდი

        შეჯიბრის ფოტოგალერეა ფეისბუქზე