სიმპოზიუმი 2015

6 ივნისს რიგით მეოთხე ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი გაიმართა. სიმპოზიუმზე განხილული იყო სხვადასხვა საკითხები, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ქეთევან მესხიშვილმა და ლაშა კალანდაძემ ისაუბრეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე სამოქალაქო სამართალწარმოებაში და შესაბამის სასამართლო პრაქტიკაზე ამ მიმართულებით.
 
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურმა განიხილა სასამართლოს ბოლო დროინდელი გადაწყვეტილება კომპანიის დირექტორისა და პარტნიორთა პასუხისმგებლობას შესახებ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისთვის. სიმპოზიუმზე ასევე განხილულ იქნა შრომის კოდექსის შესული ცვლილებების სამართლებრივი ტენდენციები, რომელიც იურიდიული კომპანია "ღვინაძე და პარტნიორები"-ს უფროსმა იურისტმა ზაქარია შველიძემ წარმოადგინა.
 
დამატებითი ინფორმაცია: