გ.ი.გ კონფერენცია 2015

2015 წლის 12-13 დეკემბერს ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა 
 
განგრძობადი იურიდიული განათლების მე-5 ეროვნული კონფერენცია
 
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტმა პრაქტიკოსმა იურისტმა საჯარო და კერძო სექტორიდან. 
 
კონფერენციის სპიკერებმა წარმოადგინეს მოხსენებები შემდეგ თემებზე:
 
  •   ვალუტის კურსის ცვლილების ზეგავლენა სამოქალაქო ურთიერთობებზე: ნომინალიზმის პრინციპი - ქეთევან მესხიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლო
  •     საბანკო გარანტია, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება და მისი სამართლებრივი რეგულირება - ნინო ლიპარტია, სადაზღვევო კომპანია „ARDI ჯგუფი“
  •   საერთაშორისო საკორპორაციო ურთიერთობების საერთაშორისო კერძო და საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო სამართლებრივი ასპექტები - გიორგი სვანაძე, Deloitte & Touche, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი
  •   საწარმოს პარტნიორთა და დირექტორთა გარე პასუხისმგებლობა კანონმდებლობისა და სამოსამართლეო სამართლის მიხედვით - გიორგი ჯუღელი, EWMI PROLoG, ლაშა ცერცვაძე - FLS
  •     გადახდისუუნარობის პრობლემატური საკითხების მიმოხილვა: რეფორმები და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები - თამთა ივანიშვილი, BLC, ნანა ამისულაშვილი - VBAT
  •    სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფა - სამართლებრივი და ფაქტობრივი შეფასების სტანდარტი მართლმსაჯულების სისტემაში - გიორგი ბათლიძე, BLC; ნინა ჟვანია - Petrocas Energy Group
  •    ეკონომიკურ აგენტებს შორის ინფორმაციის გაცვლა, როგორც კარტელური შეთანხმების მტკიცებულება - ევროკავშირის პრაქტიკის მიმოხილვა - გიორგი ბათლიძე, BLC; ნინა ჟვანია - Petrocas Energy Group
 
დამატებითი ინფორმაცია:

                   კონფერენციის მასალა

                   ფოტო ალბომი ფეისბუქზე

  •  
  •