მრჩეველთა საბჭო

კახა ბენდუქიძე

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელთა საბჭოს თავმჯდომარე

ქართველი ბიზნესმენი, არაკომერციული იურიდიული პირის „ცოდნის ფონდის დამფუძნებელი“, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში და კანცელარიის უფროსი. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1990 წლიდან დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა და 1996 წლიდან 2004 წლამდე იყო მის მიერვე შექმნილი კომპანიის „გაერთიანებული მანქანათმშენებლი ქარხნების“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2002 წლიდან არის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (მოსკოვი) ინსტიტუციური ეკონომიკის კათედრის პროფესორი.

 

ლადო გურგენიძე

ლიბერთი ბანკის პრეზიდენტი

საინვესტიციო კომპანია Liberty Investments-ის დამფუძნებელი, "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 2004-2006 წლებში -  „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი. იგი ასევე იყო საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მისი ხელმძღვანელობის დროს საქართველოს ბანკი გახდა პირველი ქართული ბანკი, რომელმაც მიიღო Euromoney-ს პრიზი. ლადო გურგენიძეს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიდელბერის კოლეჯი, ხოლო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მიღებული აქვს ემორის უნივერსიტეტის გოიზუეტას ბიზნეს სკოლაში (Goizueta Business School). 2007 წლის 22 ნოემბრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 

 

ნიკოლა მარიანი

პარტნიორი, Dechert საქართველო

იგი არის საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის, საფრანგეთსა და იტალიაში სავაჭრო პალატების, Avcats au Barreau du Quebec en France ასოციაციისა და ფრანგული ბიზნეს საბჭოს წევრი. დაამთავრა Jean de Brebeuf College ჰუმანიტარული განხრით, საერთაშორისო სამართლის კურსი ბრაზილიაში, ოტავის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი კონტინენტურ და საერთო სამართალში და საჯარო ადმინისტრირების ეროვნული სკოლა. 

 

დიმიტრი ძაგნიძე

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

1994–1999 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე. 1999–2000 წლებში  მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სამართლის ჰარმონიზაციისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩევლად, 2001–2002 წლებში იკავებდა  საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის კერძო სამართლის სექტორის უფროსის თანამდებობას, 2004–2005 წლებში წარმოადგენდა  იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის, სამართალშემოქმედებისა და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის უფროსს, 2005–2012 წლებში მუშაობდა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.

 

უილ ფოსტერი

პროფესორი, უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

კითხულობს კურსს საგადასახადო სამართალში, პოლიტიკასა   და კორპორაციულ ტრანზაქციებში.  მას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის წოდება არკანსას უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი საგადასახადო სამართალში ნიუ ორკის უნივერსიტეტში. იგი წარმოადგენს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის წევრს. 2006–2010 წლებში მუშაობდა FRIDAY, ELDREDGE &CLARK–ში, იგი  ასვე ავტორია სხვადასხვა სტატიისა. 

 

ნუნუ კვანტალიანი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

2002–2012 წლებში წარმოადგენდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსამართლეს. 1986 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ექსპერტის სახით მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის, სამოსამართლო სწავლების ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის ტექნიკური დახმარების ცენტრის მიერ გამართულ სემინარებში.

 

დევიდ ლი

მაგთიკომის გენერალური დირექტორი