გ.ი.გ კონფერენცია 2011

17–18 დეკემბერს, 2011, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრისა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროეტის (JILEP)  და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი ეროვნული კონფერენცია თემაზე:

განგრძობადი იურიდიული განათლება ბიზნეს სამართალში.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ასზე მეტმა იურისტმა და უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე დაინტერესებულმა პირმა.

კონფერენციის სპიკერებმა წარმოადგინეს მოხსენებები შემდეგ თემებზე:

  •  ადვოკატის პროფესიული ეთიკა – ირაკლი კორძახია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, იურიდიული კომპანია "კორძახია და   ჟღენტი" 
  •  დამოუკიდებელ საქართველოში უძრავი ქონების (და სხვა) ბიზნესის სამართლებრივი ასპექტები – იაგო ხვიჩია, საჯარო რეესტრის სააგენტოს იურიდიული      განყოფილების ხელმძღვანელი.
  •  Due Diligence ქართულ სამართლებრივ პრაქტიკაში – კახა შარაბიძე, მაია მწარიაშვილი, იურიდიული კომპანია Business Legal Bureau (BLB).
  •  ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ხელშეკრულების შეწყვეტის პრობლემატური საკითხეები – ლევან ჯანაშია, თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი.
  •  სასაქონლო ნიშნების სახეები და სასაქონლო ნიშნებს შორის მსგავსების დადგენის საკითხები – ნიკოლოზ გოგილიძე, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომპანია "მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი".
  •  მედიაცია – დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, საქმიანობის ახალი სფერო ქართველი იურისტებისთვის – გიორგი ცერცვაძე, ჯი ენდ თი  კონსალტინგი.
  • საერთაშორისო ბიზნეს ხელშეკრულებები და მათთან დაკავშირებულ დავებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები – გიორგი სვანაძე, იურიდიული კომპანია  “Rödl & Partner”.
  • გადახდისუუნარობის სამართლის აქტუალური პრობლემები სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით – როინ მიგრაული, იურიდიული კომპანია " მიგრაული და პარნტიორები".

კონფერენციის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებირივ გაძლიერების პროექტმა (JILEP), რომელსაც საქართველოში ახორციელებს  East-West Management Institute (EWMI).

დამატებითი ინფორმაცია: