გ.ი.გ. კონფერენცია 2012

2012 წლის 1-2 დეკემბერს ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP)  და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა განგრძობადი იურიდიული განათლების მე-2  ეროვნული კონფერენცია
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ასზე მეტმა იურისტმა და უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე დაინტერესებულმა პირმა.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო რვა თემა ბიზნეს სამართლიდან:

  • საერთაშორისო კომერციული/ბიზნეს ხელშეკრულებების დადება: გამოსაყენებელი სამართალი (Choice of Law/Applicable Law), დავის განმხილველი სასამართლო (Choice of Jurisdiction/Dispute Settlement) და შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებების (საქართველოში) ცნობა და აღსრულება (Recognition and Enforcement), - გიორგი სვანაძე, Rodl & Partner
  • კონდიქციური და ვინდიკაციური სარჩელები – გამოყენების სფერო, მეთოდები და საშუალებები, - ნუნუ კვანტალიანი, საქ. უზენაესი სასამართლო
  • საფინანსო ბაზრებზე კაპიტალის მოზიდვის სამართლებრივი საკითხები - ევრობონდები და გლობალური დეპოზიტარული ხელწერილები (GDR), -ლევან დადიანი, BLC
  • დიზაინი და დიზაინის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმები, - ნიკოლოზ გოგილიძე, მიქაძე გეგეჭკორი თაქთაქიშვილი
  • კერძო სამართლის იურიდიულ პირების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, - იაგო ხვიჩია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
  • ლიზინგის რეგულირება სამოქალაქო სამართალში, - ირაკლი კორძახია, კორძახია და ჟღენტი
  • შესრულების მოთხოვნის შესაგებლები - შესრულების შეუძლებლობა და შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება, - ქეთევან კობახიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • მუდმივი დაწესებულების ცნება საქართველოს საგადასახადო სამართლის მიხედვით, - რუსლან ახალაია, BLC
 
 
კონფერენციის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებირივ გაძლიერების პროეტმა (JILEP), რომელსაც საქართველოში ახორციელებს  East-West Management Institute (EWMI).
 
დამატებითი ინფორმაცია: