გ.ი.გ კონფერენცია 2013

2013 წლის 2-3 ნოემბერს ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP)  და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა განგრძობადი იურიდიული განათლების მე-3 ეროვნული კონფერენცია
 
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ასზე მეტმა იურისტმა და უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე დაინტერესებულმა პირმა.
 
კონფერენციის სპიკერებმა წარმოადგინეს მოხსენებები შემდეგ თემებზე:
 
  • საერთაშორისო ბიზნესსამართლებრივი დავები, დელიქტები, გამოსაყენებელი სამართალი და საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის მნიშვნელობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებების საქართველოში ცნობააღსრულებაზე - გიორგი სვანაძე, Deloitte & Touche
  • ვადები და ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში - ნუნუკა კვანტალიანი, Phd პროფესორი, საქ, უზანაესი სასამართლოს მოსამართლე 2002-2012 წწ
  • INCOTERMS 2010: პრაქტიკული გამოყენება - სოფიო ტყემალაძე, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP)
  • დერივატიული გარიგებები - ქეთი ქვარცხავა, BLC
  • მტკიცების პროცესი სამოქალაქო საპროცესო სამართალში - ნუნუკა კვანტალიანი, Phd პროფესორი, საქ, უზანაესი სასამართლოს მოსამართლე 2002-2012 წწ
  • საავტორო ხელშეკრულება: პრობლემები და საქართველოს სასამართლო პრაქტიკა - ლევან ნანობაშვილი, Georgian American Alloys 
  • დირექტორატის (დირექტორის) მოვალეობები კომპანიის მართვისას - ლაშა ცერცვაძე,  BTA ბანკი
  • საავტორო უფლებები: დაცვის კრიტერიუმები - ნიკოლოზ გოგილიძე, მიქაძე გეგჭკორი თაქთაქიშვილი
 
კონფერენციის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებირივ გაძლიერების პროეტმა (JILEP), რომელსაც საქართველოში ახორციელებს  East-West Management Institute (EWMI).
 
დამატებითი ინფორმაცია: