გ.ი.გ. კონფერენციები

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი 2011 წლიდან, რეგულარულად აწყობს ღონისძიებებს (კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები) ადვოკატთა სავალდებულო განგრძობადი იურიდიული განათლების (გ.ი.გ.) ფარგლებში.

ღონისძიებები, შესაბამისი წესით, აკრედიტაციას გადის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების კომისიაში და მონაწილე ადვოკატებს ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და კონფერენციებში დაგროვილი საათები ეთვლებათ გ.ი.გ. სავალდებულო საათებში.

2011 წლის დეკემბერში, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) ერთად, ჩატარდა ბიზნეს სამართლის პირველი ეროვნული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა 100ზე მეტმა ადვოკატმა და პრაქტიკოსმა იურისტმა მიიღო. კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე

ინფორმაცია განგრძობადი იურიდიული განათლების შემდგომი კონფერენციების შესახებ იხილეთ შესაბამის გვერდზე.