ბიზნეს სამართლის კლინიკა

2012 წლის ოქტომბრიდან, თავისუფალ უნივერსიტეტში ფუნქციონირება დაიწყო ბიზნეს სამართლის კლინიკამ, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას/კონსულტაციას გაუწევს დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (განურჩევლად მათი ეროვნებისა და ადგილმდებარეობისა), თუ :

  • მათ არ ჰყავთ იურიდიული წარმომადგენელი;
  • აქვთ ბიზნეს სამართალთან დაკავშირებული პრობლემა; და
  • პრობლემური საკითხი რეგულირდება ქართული კანონმდებლობით.

 

კლინიკა კლიენტებს შესთავაზებს კონსულტაციას  ბიზნეს სამართლის სამ ძირითად მიმართულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე:

  • სამეწარმეო სამართალი;
  • სამოქალაქო სამართალი;
  • საგადასახადო სამართალი.

 

დაინტერესებულ პირებს მომსახურებას გაუწევენ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტები, რომლებსაც უხელმძღვანელებენ ამავე უნივერსიტეტის ლექტორები და პრაქტიკოსი ადვოკატები.

 

კლინიკა პასუხისმგებელია:

  • კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე;
  • შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებაზე;

 

კლინიკა არ არის პასუხისმგებელი:

  • კლიენტის ინტერესების წარმოდგენაზე სასამართლოში;

 

კლინიკის საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ტელ.: 220 4487 ; 570 900 339  
  • ელ.ფოსტა: clc@freeuni.edu.ge

 

შენიშვნა: კლიენტის მიერ წარმოდგენილი თითოეული საქმეზე გადაწყვეტილება, საკითხის პრობლემურობისა და კლინიკის პროფილთან შესაბამისობის თაობაზე, მიღებული იქნება ინდივიდუალურად, კლინიკის გუნდისა და ხელმძღვანელების მიერ, კლიენტთან ინტერვიუსა და მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.