იმიტირებული სასამართლოები

შეჯიბრი იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიჩნეულია ერთერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში. შეჯიბრის მიმდინარეობისას სტუდენტები მონაწილეობენ მოსამზადებელ პროცესში და საქმეების განხილვაში მსაჯების წინაშე. საქმე და მხარეები შერჩეულია წინასწარ და სტუდენტებს ეძლევათ გარკვეული დრო საბოლოო პროცესისთვის მოსამზადებლად. შეჯიბრი ჩვეულბრივ მოიცავს წერილობითი აპლიკაციების მომზადებას, როგორც პირველ საფეხურს და ზეპირ გამოსვლებს საბოლოო საფეხურის სახით. მსაჯები ძირითადად არიან სამართლის პროფესორები, ადვოკატები და ასევე სასამართლოს წევრებიც.

შეჯიბრის დროს სტუდენტები ბევრ დროს უთმობენ სამართლებრივ-ანალიტიკურ კვლევასა და წერილობითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. რეზიუმეში იმიტირებული პროცესის ხილვისას, დამსაქმებელმა იცის, რომ სტუდენტი სწავლობდა სამართლებრივი არგუმენტის ჩამოყალიბებასა და მის გადმოცემას ერთი წლის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი გეგმავს ბიზნეს სამართალში ეროვნული მაშტაბით იმიტირებული სასამართლოების მოწყობას. შეჯიბრი იქნება საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოს სიმულაცია ყველა აუცილებელი მოწესრიგებით, რათა ის შეესაბამებოდეს შეჯიბრის ფორმატს. წესები შემუშავებულ იქნა ყველაზე ცნობილი საერთაშორისო იმიტირებული პროცესების  პრაქტიკაზე დაყრდნობით.

საქმეებში მოცემული იქნება საქართველოში არსებული ბიზნეს სამართლის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები. შეჯიბრი მოიცავს წერილობითი აპლიკაციების წარდგენასა და ზეპირ განხილვას მსაჯების წინაშე.

რეგისტრაციის უფლება აქვთ გუნდებს საქართველოს ყველა სამართლის სკოლიდან.

2012 წ შეჯიბრის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

2013 წ. შეჯიბრის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

2014 წ. შეჯიბრის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ