იმიტირებული სასამართლოები 2013

შეჯიბრი ბიზნეს სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, 2013 წელს მეორედ ჩატარდა და პირველ ეტაპზე აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ოცდაათამდე გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

სტუდენტთა გუნდებმა შეჯიბრისათის სპეციალურად შემუშავებულ საქმეზე სარჩელი და შესაგებელი მოამზადეს. საბოლოო ეტაპზე მხოლოდ 12 გუნდი გადავიდა, ხოლო ფინალური შეჯიბრი 2013 წლის 21-22 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა. 

ფინალურ, ზეპირ რაუნდებში ერთმანეთს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ, საბოლოო გამარჯვება კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა - ლიტიგომ მოიპოვა (იხ. დეტალურად)

დამატებითი ინფორმაცია: