სიახლეები

29.05.2018 ტრენინგი სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევებში 2018 წლის 26-27 მაისს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგი სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევებში. აღნიშნული ტრენინგი არის მოსამზადებელი ეტაპი შეჯიბრისთვის, რომელიც მიმდინარე წლის 23-24 ივნისს გაიმართება საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ტრენინგში მონაწილეობდნენ შემდეგი უნივერსიტეტების გუნდები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი), საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიას სახელმ 08.05.2018 სტუდენტური შეჯიბრი სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევებში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი აცხადებს გუნდების რეგისტრაციას სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევების ყოველწლიურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად. შეჯიბრის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამა “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG). 26.04.2018 კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრი კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრს 2018 წლის 11-14 აპრილს მასპინძლობდა ჰოლანდია, მაასტრიხტის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. შეჯიბრზე წარმოდგენილი იყო 22 გუნდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან (ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებიდან). საქართველოდან შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა შიდა ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებული თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ლიკა კაპანაძისა და თეიმურაზ სვანაძის შემადგენლობით. გუნდის მწვრთნელი იყო თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ქეთევან კობახიძე. 13.12.2017 განგრძობადი იურიდიული განათლების მეექვსე ეროვნული კონფერენცია ბიზნესის სამართალში-რეგისტრაცია გრძელდება თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით 2017 წლის 16-17 დეკემბერს, თბილისში გაიმართება განგრძობადი იურიდიული განათლების მეექვსე ეროვნული კონფერენცია ბიზნესის სამართალში. 24.11.2017  სტუდენტური გუნდების რეგისტრაცია, ბიზნესის სამართლის სტუდენტურ შეჯიბრში  „იმიტირებულ სასამართლო პროცესები“ მონაწილეობის მისაღებად თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI-PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით, აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას, ბიზნესის სამართლის სტუდენტურ შეჯიბრში „იმიტირებულ სასამართლო პროცესები“ მონაწილეობის მისაღებად.