სიახლეები

29.01.2017 თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა ამა წლის 28-29 იანვარს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა, რომელიც სტუდენტური შეჯიბრის - სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევები შემადგენელი ნაწილია. 26.12.2016 კლიენტთა კონსულტირების ყოველწლიური შეჯიბრი გამოცხადდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს გუნდების რეგისტრაციას კლიენტთა კონსულტირების ყოველწლიური შეჯიბრის ეროვნულ რაუნდებში მონაწილეობის მისაღებად. 26.12.2016 სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევების ყოველწლიური შეჯიბრი გამოცხადდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს გუნდების რეგისტრაციას სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევების ყოველწლიურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად. 18.12.2016 ბიზნეს სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი ჩატარდა ამაწლის 17-18 დეკემბერს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი ჩატარდა. შეჯიბრის პირველ ეტაპზე მონაწილეობას იღებდა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების 19 გუნდი. სტუდენტურმა გუნდებმა შეჯიბრისათვის სპეციალურად შემუშავებულ საქმეზე სარჩელი და შესაგებელი მოამზადეს, რომლის შეფასების შედეგად ზეპირი მოსმენების ეტაპზე 12 გუნდი გადავიდა. ზეპირი მოსმენების ეტაპს 17 დეკემბერს თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. 11.12.2016 ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-5 ეროვნული კონფერენცია დასრულდა დღეს, 11 დეკემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარებული ორდღიანი ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-5 ეროვნული კონფერენცია დასრულდა. დღევანდელი სესიის სპიკერებმა - ზურაბ ნიკვაშვილმა, თამთა ივანიშვილმა, ნიკოლოზ გოგილიძემ, გიორგი ცერცვაძემ და გიორგი სვანაძემ მოხსენებები გააკეთეს და იმსჯლებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა მოგების გადასახადის რეფორმა, ადმინისტრაციული დისკრეციის გამოყენების წესი და ფარგლები, სამართლებრივი დაცვის სა