სიახლეები

10.12.2016 ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-5 ეროვნული კონფერენციის გახსნა დღეს, 10 დეკემბერს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-5 ეროვნული კონფერენცია გაიხნა. კონფერენციის მონაწილეებს სამართლის სკოლის დეკანი - ნათია ხანთაძე, საქართელოს ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარე - ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი - ქალბატონი თინათინ ქარსელაძე მიესალმნენ. 16.11.2016 განგრძობადი იურიდიული განათლების მეხუთე ეროვნული კონფერენცია ბიზნეს სამართალში თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით 2016 წლის 10-11 დეკემბერს, ბიზნეს სამართალში განგრძობადი იურიდიული განათლების მეხუთე ეროვნული კონფერენცია გაიმართება 07.10.2016 თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესის შეჯიბრის მონაწილე გუნდებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი USAID-ის დაფინანსებული პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI - PROLoG) მხარდაჭერით ბიზნეს სამართალში იმიტირებულ სასამართლო შეჯიბრს აწყობს, რომელშიც საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების სამართლის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. 27.09.2016 თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით აცხადებს სპიკერთა შესარჩევ კონკურსს განგრძობადი იურიდიული განათლების მეხუთე ეროვნული კონფერენციისათვის ბიზნესის სამართალში  ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს ბიზნესის სამართლის სფეროში, აქტუალურ საკითხებზე იურისტების ცოდნის გაღრმავებას. სპიკერთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადვოკატებს, იურისტებს, იურიდიული ფაკულტეტების და სამართლის სკოლების პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვა დარგის პროფესიონალებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია ბიზნესის სამართალში 23.08.2016 ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას, ბიზნეს სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად საქმეებში მოცემული იქნება საქართველოში არსებული ბიზნეს სამართლის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები. შეჯიბრი მოიცავს წერილობითი აპლიკაციების წარდგენასა და ზეპირ განხილვას მსაჯების წინაშე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გუნდებთან გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რა დროსაც მათ გადაეცემათ დამატებითი მასალები მოსამზადებლად.