სიახლეები

08.06.2015
ბიზნეს სამართლის მეოთხე სიმპოზიუმი წარმატებით დასრულდა
6 ივნისს ბიზნეს სამართლის მეოთხე სიმპოზიუმი გაიმართა. სიმპოზიუმზე განხილული იყო სხვადასხვა საკითხები, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ქეთევან მესხიშვილმა და ლაშა კალანდაძემ ისაუბრეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე სამოქალაქო სამართალწარმოებაში და შესაბამის სასამართლო პრაქტიკაზე ამ მიმართულებით.
 
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურმა განიხილა სასამარ
თლოს ბოლო დროინდელი გადაწყვეტილება კომპანიის დირექტორისა და პარტნიორთა პასუხისმგებლობას შესახებ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისთვის. სიმპოზიუმზე ასევე განხილულ იქნა შრომის კოდექსის შესული ცვლილებების სამართლებრივი ტენდენციები.
 
ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი აღნიშნულ სიმპოზიუმს ყოველ წელიწადს მართავს და მას პრაქტიკოსი იურისტები და ბიზნეს სამართლით დაინტერესებული პირები ესწრებიან.