სიახლეები

24.02.2017
ბიზნეს სამართლის ეროვნულმა ცენტრმა საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში ვილემ ვისის (WillemC. Vis) სახელობის იმიტირებული პროცესის წინა მოსამზადებელ შეხვედრას უმასპინძლა

24 თებერვალს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნულმა ცენტრმა საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში ვილემ ვისის (WillemC. Vis) სახელობის იმიტირებული პროცესის წინა მოსამზადებელ შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრა დაეთმო იმიტირებული პროცესის პრობლემის (კაზუსის) საკითხების განხილვას. კონფერენციის მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო არბიტრაჟში შუალედურ/დროებითი ზომის გამოყენებაზე და გადაწყვეტილების განხილვა ბრიტანულ საპარლამენტო სტილში დებატების ფორმატში წარმართეს.

წინა მოსამზადებელ შეხვედრაში 5 ქვეყნის წარმომადგენელმა 6 გუნმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის არიან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლი სკოლის მე-4 კურსის სტუდენტები.

ღონისძიებას ორგანიზება საარბიტრაჟო ინიციატივა - საქართველომ გაუწია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამისა “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.