სიახლეები

20.03.2017
სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევებში სტუდენტური შეჯიბრი

18-19 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევებში სტუდენტური შეჯიბრი ჩატარდა.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა.

18 მარტის შესარჩევ ეტაპზე გამოვლინდნენ ნახევარფინალურ რაუნდში მოთამაშე გუნდები - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი.

19 მარტს ფინალურ თამაშში ერთმანეთს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ.

შეჯიბრის გამარჯვებული გახდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა კი ღირსებული მეორე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“ ხელშეწყობით განხორციელდა.