სიახლეები

21.06.2017
საჯარო ლექცია “როგორ შეცვლის ბლოკჩეინი მსოფლიო ეკონომიკას და როგორ იყენებს
საქართველო ამ ტექნოლოგიას?“

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი გიწვევთ  საჯარო ლექციაზე როგორ შეცვლის ბლოკჩეინი მსოფლიო ეკონომიკას და როგორ იყენებს საქართველო ამ ტექნოლოგიას?.

ბლოკჩეინი არის ტექნოლოგია, რომელსაც აქვს პოტენციალი, მოახდინოს ნდობის მნიშვნელობის რედეფინიცია საჯარო და კერძო სექტორებში. ის შეიძლება განისაზღვროს, როგორც ციფრული, მუდმივ რეჟიმში ქრონოლოგიურად განახლებადი, დეცენტრალიზებული და კრიპტოგრაფიულად დაშიფრული მონაცემთა ბაზა. ბლოკჩეინი არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგია, არამედ აზროვნების ახალი მოდელია, რომელიც ახლო მომავალში მოსალოდნელია, რომ გამოიწვევს საზოგადოების ფუნქციონირების დღევანდელი მოდელის ტრანსფორმაციას მრავალ სექტორში. საქართველო ხედავს ბლოკჩეინის პოტენციას და მისი საჯარო სექტორში დანერგვით ცდილობს, გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით იყენებს ამ ტექნოლოგიას საჯარო სექტორში მომსახურების გაწევისას.

მომხსენებლები:

დოქტორ ჯული მოპინი (Dr. Julie A. Maupin, JD/MA) -  უფროსი მკლევარი, შედარებითი საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის  მაქს-პლანკის ინსტიტუტი, დოზენჰაიმი, გერმანია

თამარ მენთეშაშვილი - ფინანსური ინოვაციებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მკვლევარი, ჯაო თონგ უნივერსიტეტი, შანხაი, ჩინეთი

საჯარო ლექცია გაიმართება 30 ივნისს17:00 საათზე, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, აუდიტორია #200 (მისამართი: კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #240). სამუშაო ენები - ინგლისური და ქართული (სინქრონული თარგმანი).

საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია. წინასწარი რეგისტრაციისთვის, გთხოვთ 2017 წლის 26 ივნისის 16:00 საათამდე, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

N.B. დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია (მაქს. 150 ადამიანი) და დასწრება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის საფუძველზე „first come, first served“ პრინციპით.

საჯარო ლექცია ტარდება ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელსაც GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების“ პროგრამა ახორციელებს.