სიახლეები

27.06.2017
ბიზნეს სამართლის საზაფხულო სკოლა 2017 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი გიწვევთ ბიზნეს სამართლის საზაფხულო სკოლაში თემაზე:

 

„ბიზნეს სამართლის აქტუალური საკითხები სასამართლო პრაქტიკაში“

 

საზაფხულო სკოლა ჩატარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში, 2017 ლის 24-28 ივლისს.

პროგრამას გაუძღვებიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ქეთევან მესხიშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი გიორგი ჯუღელი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ნინო ბაქაქური.

საზაფხულო სკოლა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • გარიგების ბათილობა - ბათილობის წინაპირობები; იძულებით დადებული გარიგების შეცილებისა და ხანდაზმულობის ვადები; მტკიცების ტვირთის განაწილება; იძულების სამართლებრივი შედეგები გარიგების ბათილობისა და დელიქტის კონტექსტში; შესრულება იძულების და არა გარიგების საფუძველზე; იძულების ან მუქარის საფუძველზე გადაცემულის უკან დაბრუნების სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები;
  • ამორალური გარიგებები - გარიგების ბათილობა ამორალურობის საფუძვლით; გარიგების ამორალურობა ფასთა სხვაობის გამო; შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი;
  •  შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა - შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დასაშვები საფუძვლები; შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დაუშვებელი საფუძვლები; შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები; შრომითი და სასამსახურო ხელშეკრულების შედარებით-სამართლებრივი ანალიზი; შვებულების უფლების თავისებურებები; 
  • მტკიცება სამოქალაქო პროცესში - მტკიცების ტვირთის განაწილების ნორმატიული წყარო; პრეზუმფციები მტკიცების ტვირთის განაწილებისას; მტკიცებულებათა სახეები;  დაუშვებელი მტკიცებულებები; მტკიცებულებათა შეფასება;
  • ქონების/კაპიტალის დაცვა კაპიტალურ საზოგადოებებში (შპს, სს) -  პარტნიორებზე საწარმოს ქონების განაწილების შეზღუდვა; შეზღუდვის დარღვევის შედეგები, პასუხისმგებელი პირები; დივიდენდის განსაზღვრა და განაწილება; დივიდენდის მიღებისა და მოთხოვნის უფლება - მინორიტარი პარტნიორი და დივიდენდის მოთხოვნის უფლება?; კაპიტალიდან ქონების ამოღება, შენატანის დაბრუნება?;  
  • კორპორაციული საფარველის დარღვევა - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზღვრები; საფარველის დარღვევა - მიმოხილვა, წინაპირობები; დელიქტურ და სახელშეკრულებო კრედიტორების სასარგებლოდ; ზოგადი დელიქტი vs. საფარველის დარღვევა;
  • პარტნიორთა კეთილსინდისიერების მოვალეობა და მისი დარღვევის შედეგები - კეთილსინდისიერების ვალდებულება საწარმოსა და თანაპარტნიორების მიმართ; დარღვევის შედეგები - გასვლა/გარიცხვა; გასვლა და გარიცხვა - წინაპირობები და პროცედურები; წილის ღირებულების კომპენსაცია გასვლა/გარიცხვის დროს vs. კაპიტალის დაცვა;
  • ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა - წარმომადგენლობის შეზღუდვის შედეგები; პარტნიორთა მონაწილეობა საწარმოს მმართველობაში; საწარმოსა და დირექტორის ურთიერთობა; დირექტორი და შრომის სამართალი;  
  •  კორპორაციის ხელმძღვანელთა ზრუნვის მოვალეობა - ზრუნვის მოვალეობის სტანდარტი; პასუხისმგებლობის კომპონენტები; ჩვეულებრივი, წინდახედული პირის გულმოდგინება; ცოდნისა და გამოცდილების ქონის ვალდებულება; ინფორმირებულობის ვალდებულება; სათანადო გამოკვლევის ვალდებულება; სპეციალისტების დასკვნებზე დაყრდნობა; მოქმედების ვალდებულება; ვის მიმართ არსებობს ზრუნვის მოვალეობა; მიზეზობრივი კავშირის პრობლემა უმოქმედობისას; სპეციალიზებული განათლების მქონე დირექტორის პასუხისმგებლობა; ვის შეუძლია უჩივლოს დირექტორს; განსხვავება მოქმედების სტანდარტსა და შემოწმების სტანდარტს შორის; ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია; მტკიცების ტვირთი; საგადასახადო ოპტიმიზაცია - ზრუნვის მოვალეობის ნაწილი?; დირექტორის დასაშვები საქმიანობის ფარგლები;
  • კორპორაციის ხელმძღვანელთა ერთგულების მოვალეობა  - ერთგულების მოვალეობის დარღვევის ფორმები; პირადი დაინტერესების მატარებელი გარიგებები, გარიგებები საკუთარ თავთან; კორპორაციის ქონების გამოყენება; კორპორაციის კომერციული შესაძლებლობლობების (შანსის) პირადად გამოყენება; კონკურენცია კორპორაციასთან;
  • დახურული კორპორაცია და მისი თავისებურებები - დახურული კორპორაცია და მისი თავისებურებები; დახურული კორპორაციების დამახასიათებელი ნიშნები; ტრადიციული კონტროლის მექანიზმები დახურულ კორპორაციებში; სავალდებულო ყიდვა-გაყიდვის შესახებ შეთანხმებები; მაკონტროლებელ აქციონერთა ფიდუციური მოვალეობები; კრიზისული ვითარება - გამოსავალი ჩიხში მოქცევისას; იძულებითი დაშლა, სასამართლის გადაწყვეტილებით აქციების იძულებითი გაყიდვა სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლიან ფასად; სპეციალური ნორმები დახურული კორპორაციებისათვის;  
  • დივიდენდების გაცემასთან დაკავშირებული დავების თავისებურებები დახურულ კორპორაციებში - მცირე აქციონერის შევიწროვების დოქტრინა; დე ფაქტო დივიდენდები; დივიდენდის მოთხოვნა, როცა საქმე არ გვაქვს დე ფაქტო დივიდენდთან; კორპორაციის დაშლისა და აქციების/წილის სავალდებულო გამოსყიდვის სამართლებრივი საფუძვლები.

 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებს და პრაქტიკოს იურისტებს. მონაწილეების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 549 ლარს.

მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით, საცხოვრებლით, კვებითა და ყველა საჭირო სასწავლო მასალით, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარმოადგინონ CV. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ CV-ის გარეშე განაცხადი არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: 593 30 48 41

ელფოსტა: t.maghradze@freeuni.edu.ge

www.nccl.ge; http://facebook.com/nccl.freeuni