სიახლეები

04.07.2017
საჯარო ლექცია “როგორ შეცვლის ბლოკჩეინი მსოფლიო ეკონომიკას და როგორ იყენებს საქართველო ამ ტექნოლოგიას?“  

30 ივნისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა საჯარო ლექცია “როგორ შეცვლის ბლოკჩეინი მსოფლიო ეკონომიკას და როგორ იყენებს საქართველო ამ ტექნოლოგიას?“ 

საჯარო ლექცია ჩატარდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის საჯარო ლექციების სერიების ფარგლებში. საჯარო ლექციის მხარდამჭერი იყო ევროკავშირის პროექტი „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“, რომელსაც GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების“ პროგრამა ახორციელებს.

წარდგენილი იყო ორი მოხსენება. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა თამარ მენთეშაშვილმა (ფინანსური ინოვაციებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მკვლევარი, ჯაო თონგ უნივერსიტეტი, შანხაი, ჩინეთი) წარადგინა მოხსენება თემაზე - ბლოკჩეინ ტექნოლოგია და საქართველოს ინიციატივა, შექმნას წარმატებული პრეცედენტი. დოქტორ ჯული მოპინმა (Dr. Julie A. Maupin, JD/MA, უფროსი მკლევარი, შედარებითი საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტი, დოზენჰაიმი, გერმანია) ისაუბრა, ბლოკჩეინის შესაძლებლობებზე და შეზღუდვებზე, ასევე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ტექნოლოგიას მომავლისთვის.