სიახლეები

13.12.2017
განგრძობადი იურიდიული განათლების მეექვსე ეროვნული კონფერენცია ბიზნესის სამართალში-რეგისტრაცია გრძელდება

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით 2017  წლის 16-17 დეკემბერს, თბილისში გაიმართება განგრძობადი იურიდიული განათლების მეექვსე ეროვნული კონფერენცია ბიზნესის სამართალში.

კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 150 ლარს. კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი ონლაინ რეგისტრაციისა და კონფერენციის საფასურის გადახდის საფუძველზე.

ონლაინ რეგისტრაციისა და საფასურის გადახდის ბოლო ვადაა 2017 წლის 14 დეკემბრის 13:00 საათი.  ონლაინ რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

განცხადება სრულად იხილეთ ამ ბმულზე