სიახლეები

10.07.2018
სტატიების კონკურსი  ყოველწლიური გამოცემისთვის
"ქართული ბიზნესის სამართლის მიმოხილვა"

სტატიების კონკურსი  ყოველწლიური გამოცემისთვის

"ქართული ბიზნესის სამართლის მიმოხილვა"

 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი, აცხადებს სტატიების შერჩევას ყოველწლიური ელექტრონული გამოცემისთვის

სტატიისათვის შერჩეული თემა უნდა უკავშირდებოდეს ბიზნესის სამართლის სფეროში არსებულ აქტუალურ პრობლემურ საკითხებს.

სტატიის ავტორი შეიძლება იყოს, როგორც პრაქტიკოსი იურისტი ისე მოსამართლე, მკვლევარი ან პროფესორი. არ განიხილება სტატია, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია რომელიმე ბეჭდვით (მათ შორის ელექტრონულ/ონლაინ) გამოცემაში, ან იდენტური სახით წარმოდგენილი იყო მოხსენების/საკონფერენციო თემის ან სახით წარსულში. ასევე, სტატია არ განხილება პლაგიატიზმის გამოვლინების შემთხვევაში.

შერჩეული სტატიების გამოქვეყნება მოხდება ელექტრონული ჟურნალის 2018 წლის გამოცემაში, ხოლო ავტორები მოწვეული იქნებიან ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ბიზნესის სამართლის სიმპოზიუმზე, რომელიც გაიმართება 2018 წლის ბოლოს.

 

კონკურის შედგება 2 ეტაპისგან:

I ეტაპი: დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით სტატიის მოკლე აბსტრაქტი (500-800 სიტყვის მოცულობით) და CV უნდა ატვირთონ ელექტრონულ ბმულზე.

II ეტაპი: მთავარი სტატია (4000-6000 სიტყვის მოცულობით სქოლიოების და სხვა ნებისმიერი ტექსტის ჩათვლით) უნდა გამოაგზავნონ 2018 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: i.gvaramadze@freeuni.edu.ge.

 

წარმოდგენილი სტატია უნდა აკმაყოფილებდეს შედეგ მოთხოვნებს:

ფორმატი: MS Word;

ენა: ქართული;

შრიფტი: sylfaen ქართული უნიკოდ;

შრიფტის ზომა: ტექსტი - 10, სქოლიო - 8;

დაშორება ხაზებს შორის: 1,5;

ციტირება: დაცული უნდა იყოს ციტირების საერთაშორისო სტანდარტები და ციტირების გამოყენების მეთოდი იძლეოდეს წყაროს ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას;

თავფურცელი: უნდა შეესაბამებოდეს დანართი #1-ში მოცემულ ნიმუშს.

 

სტატია უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:

  • თავფურცელი;

  • სტატის მოკლე აღწერა (ე.წ. Abstract);

  • სარჩევი;

  • შესავალი;

  • სტატიის ძირითადი ნაწილი;

  • დასკვნა.