სიახლეები

13.02.2019
ტრენინგი კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში

2019 წლის 9-10 თებერვალს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი კლიენტთა კონსულტირების უნარჩვევებში. ტრენინგში მონაწილეობას იღებდა 6 გუნდი, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს შემდეგ უნივერსიტეტებს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი. ტრენინგს უძღვებოდა სანდრო ბიბილაშვილი, რომელმაც მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაციები კლიენტის კონსულტირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების თაობაზე. მეორე დღეს გაიმართა ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი, სადაც თითოეულმა გუნდმა გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები კლიენტის კონსულტირების უნარებში და ტრენერისგან მიიღო დეტალური შეფასება. ტრენინგი ჩატარდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) ხელშეწყობით.