სიახლეები

25.02.2019
შეჯიბრი კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში

2019 წლის 23-24 თებერვალს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა შეჯიბრი კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში.

შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა 5 გუნდი, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს შემდეგ უნივერსიტეტებს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი. შეჯიბრის პირველ დღეს ჩატარებული თამაშების შედეგად, ფინალში გადავიდა საუკეთესო შედეგის მქონე 3 გუნდი.

შეჯიბრის გამარჯვებული გახდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი, მეორე ადგილზე გავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა. შეჯიბრის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები. გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც გაიმართება 2019 წლის 3-6 აპრილს ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში.

 

შეჯიბრი ჩატარდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) ხელშეწყობით.