სიახლეები

29.10.2012
სტაჟირება: საერთაშორისო კერძო სამართლის ქართულენოვანი ბაზის შესაქმნელად

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი, USAID-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო კერძო სამართლის ქართულენოვანი ონლაინ ბაზის შექმნას და ამ მიზნით, სტაჟიორების შერჩევას იწყებს.

პროექტის მიზანია ძირითადი დოკუმენტების სრულყოფილი ქართული ტექსტების დამუშავება და უკვე არსებული თარგმანების განახლება/დახვეწა:
 
  • United Nations Convention on Contracts for the International Sale of Goods, 1980 (CISG)
  • CISG Advisory Council Opinions
  • United Nations Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards, 1958 (NYC)
  • The Statute of the Hague Conference on International Private Law
  • United Nations Convention on the Contract for the International Carriage of Goods by Road, 1956 (CMR)
  • United Nations Convention on the Carriage of Goods by Sea, 1978 (The Hamburg Rules)
  • Case law of the Georgian courts, if any, applying or interpreting the above instruments
  • Where available, Explanatory Notes to the above texts will also be included. 
 
ამჟამად მიმდინარეობს იმ სტაჟიორთა შერჩევა, ვინც მაღალკვალიფიციურ სუპერვაიზორებთან ერთად პროექტის განხორციელებაზე იმუშავებს.
 
პროექტი კარგი შესაძლებლობაა მომავალი პროფესიონალი იურისტებისათვის, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართულენოვანი  მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებაში და მონაწილეობა მიიღონ 2013 წლის თებერვალში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში (თბილისი). პროექტის დასრულებისას ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, ხოლო საუკეთესოები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
 
სტაჟიორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა/ინტერესი საერთაშორისო კერძო სამართალში. ამასთანავე, კანდიდატი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას და გააჩნდეს თარგმნის/წერის კარგი უნარი, ვინაიდან სტაჟიორების ძირითად სამუშაოს სწორედ ინგლისურენოვანი კანონმდებლობისა და ტექსტების ქართულ ენაზე თარგმნა წარმოადგენს. 
 
სტაჟიორები შეირჩევიან ტესტირებისა და ინტერვიუს საფუძველზე.
 
დაინტერესებულმა პირებმა აპლიკაცია უნდა შეავსონ ონლაინ: http://nccl.ge/ge/8?i=18 2012 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით.

მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ ვაკანსიის ინგლისურენოვანი აღწერა.