სიახლეები

24.12.2012
იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრში გამარჯვებული გამოვლინდა

22-23 დეკემბერს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ბიზნეს სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების ფინალური თამაშები გაიმართა და გამარჯვებული გამოვლინდა.

ნახევარფინალურ ეტაპზე გამარჯვებისათვის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები იბრძოდნენ, საბოლოოდ კი ფინალურ ეტაპზე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორი გუნდი გადავიდა და გაიმარჯვა გუნდმა "ბლიცკრიგი".

ბიზნეს სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების მსაჯებად მოწვეული იყვნენ უზენაესი, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, ბიზნეს სამართალში პრაქტიკული გამოცდილების მქონე აღიარებული სპეციალისტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და იურიდიული ფირმებიდან (იხ. დეტალური ინფორმაცია მსაჯების შესახებ)

გამარჯვებული გუნდები სერტიფიკატებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. პირველი და მეორე ადგილის მფლობელებმა საჩუქრად წიგნები და ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ზამთრისა და ზაფხულის სკოლებში უფასოდ მონაწილეობის უფლება მიიღეს. 

ფინალისტების გარდა, დაჯილდოვდნენ წინა ეტაპებზე მონაწილე გუნდებიც. საუკეთესო წერილობითი დოკუმენტაციის მომზადებისათვის, ორ გუნდს ბიზნეს სამართლის კლინიკაში ორთვიანი სტაჟირებით შესაძლებლობა მიეცემა, ხოლო საუკეთესო მომხსენებლები - გიორგი წიქარიშვილი და დავით ტაბატაძე, ბიზნეს სამართლის ეროვნულმა ცენტრმა და საადვოკატო ბიურომ "კორძახია ჟღენტი" Amazon Kindle ელექტრონული წიგნით დაასაჩუქრა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაწესებული სპეციალური საჩუქრები გადაეცა ასევე გამარჯვებული გუნდის ლიდერს, ანა ქოჩიაშვილს.

საბოლოოდ, საპრიზო ადგილები გუნდებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი:

ბლიცკრიგი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

II ადგილი:

Big 4, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

III ადგილი:

361-ე მუხლი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფენიქსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საუკეთესო წერილობითი ნაშრომი:

ფენიქსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Aquilas Legis, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

საუკეთესო მომხსენებელი:

გიორგი წიქარიშვილი, 361-ე მუხლი, თსუ

დავით ტაბატაძე, Law-T, თსუ

 

ღონისძიებას მხარს უჭერდა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერები პროექტი (JILEP) , რომელსაც საქართველოში USAID-ის დაფინანსებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაცია: