სიახლეები

21.11.2013
ზამთრის სკოლა: როგორ ვაქციოთ ბიზნეს მოლაპარაკება ხელშეკრულებად?

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი, უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა (კანზასი, აშშ) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით, გიწვევთ

ბიზნეს სამართლის ზამთრის სკოლაში თემაზე

როგორ ვაქციოთ ბიზნეს მოლაპარაკება ხელშეკრულებად?

პროგრამას გაუძღვებიან უოშბორნის უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორი, ჯენეტ თომპსონ ჯექსონი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები.

ზამთრის სკოლა ჩატარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში, 2014 წ 10-14 თებერვალს.

სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე 2010-2012 წლის კურსდამთავრებულებს. მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო ენა: ინგლისური, ქართული

მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფინანსური მხარდაჭერისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის თანადაფინანსების გათვალისწინებით, ყველა შერჩეული სტუდენტი მიიღებს 70%-იან სტიპენდიას, რის საფუძველზეც მონაწილეობის საფასური იქნება 170 ლარი.

მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით, საცხოვრებლით, კვებითა და ყველა საჭირო სასწავლო მასალით, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში. ინფორმაცია 2012-2013 წლებში ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ზამთრისა და ზაფხულის სკოლების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: http://nccl.ge/ge/35

სტუდენტების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა 2014 წლის 5 იანვრამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

ბიზნეს სამართლის ზამთრის სკოლა ხორციელდება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: 599 373 373; 220 09 01

ელფოსტა: e.oniani@freeuni.edu.ge

http://facebook.com/nccl.freeuni