სიახლეები

23.12.2013
ბიზნეს სამართლის იმიტირებულ პროცესებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP_USAID) მხარდაჭერით, 21 და 22 დეკემბერს ბიზნეს სამართლის იმიტირებულ პროცესებში ეროვნული შეჯიბრის ფინალური რაუნდები გაიმართა.

შეჯიბრში თავდაპირველად სხვადასხვა უნივერსიტეტის ოცდაათი გუნდი მონაწილეობდა, ხოლო ფინალურ, ზეპირ რაუნდებში ერთმანეთს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ.

გამარჯვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, LITIGO-მ მოიპოვა. საბოლოოდ, საპრიზო ადგილები გუნდებს შორის ასე გადანაწილდა:

 

I ადგილი: 

  • მარიამ თითბერიძე, სოფო დეკანოზიშვილი  (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გუნდი "LITIGO")

გამარჯვებულებს საჩუქრად ჯილდო, სერტიფიკატები, პლანშეტები და ზამთრის ან ზაფხულის სკოლაში მონაწილეობისათვის სასწავლო გრანტი მიიღეს. გარდა ამისა, გუნდის წევრებმა სტაჟირების შეთავაზება მიიღეს იურიდიული კომპანიებისაგან BLC და LPA

 

II ადგილი:

  • ილია ბაბუხადია, თამარ გულუა, ნიკა სიმონიშვილი, სალომე ჯოხაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გუნდი "როსონერო")

გამარჯვებულებს საჩუქრად ჯილდო, სერტიფიკატები, პლანშეტები და ზამთრის ან ზაფხულის სკოლაში მონაწილეობისათვის სასწავლო გრანტი გადაეცათ

 

III-IV ადგილები:

  • თამარ მენთეშაშვილი, მარიამ მაყიშვილი, ვახტანგ შენგელია, ვახტანგ გიორგაძე (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, გუნდი "პოზიტივისტები")
  • ქრისტინე ჩაფიძე, უჩა ავსაჯანიშვილი, ანა ქოჩიაშვილი, დავით კაკოიშვილი (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, გუნდი "ბლიცკრიგი")

თითოეულ გუნდს იურიდიული ლიტერატურის შესაძენად საჩუქრად 600 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. გარდა ამისა, ვახტანგ გიორგაძემ, ვახტანგ შენგელიამ, დავით კაკოიშვილმა და ანა ქოჩიაშვილმა BLC, LPA და BDO Legal-ისაგან სტაჟირების შეთავაზება მიიღეს. 

 

საუკეთესო წერილობითი სარჩელისა და შესაგებელის ავტორი

"პოზიტივისტები", თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი. გუნდის წევრებს - თამარ მენთეშაშვილს, მარიამ მაყიშვილს, ვახტანგ შენგელიასა და ვახტანგ გიორგაძეს ჯილდოდ პლანშეტები და სერტიფიკატები გადაეცათ.

 

საუკეთესო მომხსენებელი

შეჯიბრის საუკეთესო მომხსენებელი ანანო ხურციძე გახდა (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, გუნდი "ბლიც-ჯგუფი") და საჩუქრად სერტიფიკატი და ზამთრის ან ზაფხულის სკოლაში მონაწილეობისათვის სასწავლო გრანტი მიიღო.

ფინალისტები თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პრორექტორმა, ქალბატონმა მარინა ქარჩავამ, JILEP_USAID-ის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

ბიზნეს სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში შეჯიბრი 2013 წელს მეორედ გაიმართა. 2012 წელს ანალოგიურ შეჯიბრში სხვადასხვა უნივერსიტეტის 10 გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვება თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა, "ბლიცკგრიგმა" მოიპოვა.

დამატებითი ინფორმაცია: