პროგრამები

თავისუფალი უნივერსიტეტის  ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობს, როგორც დაინტერესებულ სტუდენტებს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლიდან, ისე პრაქტიკოს იურისტებსა და პროფესორ მასწავლებლებს.

ცენტრი პერიოდულად აწყობს საჯარო ლექციებს, ბიზნეს სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, კონკურსის საფუძველზე მონაწილეობა მიიღონ ცენტრის მიერ ორგანიზებულ ზამთრისა და ზაფხულის სკოლებში, ასევე ბიზნეს სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა და სხვა ღონისძიებებში. ხოლო პრაქტიკოსი იურისტებისათვის 2011 წლიდან ცენტრი განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში კონფერენციებსა და სემინარებსაც აწყობს.

გარდა აღნიშნულისა, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან და უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს ერთწლიან პროგრამებს "Law Teaching Techniques" და "Legal Writing".