ზამთრისა და ზაფხულის სკოლები

ზოგადი ინფორმაცია

ზამთრისა და ზაფხულის სკოლები ბიზნეს სამართალში, რომელსაც ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი უწევს ორგანიზებას, მონაწილეებს სთავაზობს საუნივერსიტეტო ხარისხის ინტენსიურ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობას, ბიზნეს სამართალთან დაკავშირებული სხვადასხვა თემების გარშემო.

სასწავლო პროგრამები მუშავდება უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან (კანზასი, აშშ) თანამშრომლობის ფარგლებში.

ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში, ერთი კვირის მანძილზე, მოწვეული ამერიკელი და ქართველი პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები ქმნიან უნიკალურ გარემოს, რათა მონაწილეებმა შეძლონ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების დახვეწა ბიზნეს სამართალში.

 

მონაწილეობის წინაპირობები

ზამთრისა და ზაფხულის სკოლებში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, ნებისმიერ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან (მონაწილეობის კრიტერიუმები განისაზღვრება ცალცალკე, თითოეული სკოლისათვის).

 

მონაწილეობის ღირებულება

ზამთრისა და საფხულის სკოლების თანადაფინანსებას ახორციელებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP). შესაბამისად, მონაწილეები იხდიან ტრენინგების ღირებულების მხოლოდ ნაწილს.

ამასთანავე, გასაუბრების შედეგად შერჩეულ სტუდენტთა ნაწილს, კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს სრული ან ნაწილობრივი სტიპენდია.

 

სერტიფიკატი

წარმატებული მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

 

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზამთრისა და ზაფხულის სკოლები ხორციელდება უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობითა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) მხარდაჭერით, რომელსაც USAID-ის დაფინანსებით საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.

 

დამატებითი ინფორმაცია: