ზამთრის სკოლა 2012

2012 წლის 23–29 იანვარს , თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ, უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა (კანზასი, აშშ) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით გაიმართა ზამთრის სკოლა თემაზე:

 

საერთაშორისო ბიზნეს გარიგებები - მოლაპარაკებები და კონტრაქტების შედგენა

პროგრამას ქართველ ტრენერებთან ერთად უძღვებოდა უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ემი ვესტბრუკი (სამართლის დოქტორი, ჰარვარდი, 1992).

ზამთრის სკოლაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა აკრედიტებული უნივერსიტეტის სამართლის სკოლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, რომელთა შერჩევა მოხდა წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე. 

თავისუფალი უნივერსიტეტისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის თანადაფინანსებით პროგრამის საფასური შეადგენდა 205 ლარს, რომელიც მოიცავდა ტრანსპორტირების, კვებისა, საცხოვრებელ  და სკოლისათვის საჭირო ყველა სასწავლო მასალის ხარჯს. მონაწილეებმა გაატარეს ერთი დაუვიწყარი კვირა თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში და გაიარეს ინტენსიური კურსი ბიზნეს სამართალში.

ზამთრის სკოლა განხორციელდა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაცია: