ზაფხულის სკოლა 2013

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში 2013 წლის 12-17 ივლისს ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრისა და უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (კანზასი, აშშ) ერთობლივი საზაფხულო სკოლა ჩატარდა, თემაზე სასესხო ვალდებულებებათა უზრუნველყოფის საშუალებები ამერიკასა და საქართველოში.

პროგრამას უძღვებოდნენ უოშბორნის უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორი, ლ. ალი ხანი, BTA ბანკის პრობლემური სესხების დეპარტამენტის უფროსი - ლაშა ცერცვაძე და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი - იაგო ხვიჩია.

ზაფხულის სკოლაში 45-მა სტუდენტმა და ახალგაზრდა იურისტმა მიიღო მონაწილეობა.

დამატებითი ინფორმაცია: