სამეთვალყურეო საბჭო

ნათია ხანთაძე, სამართლის სკოლის დეკანი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

სამუშაო გამოცდილება:  ნათია ხანთაძეს აქვს პრაქტიკული გამოცდილება საჯარო და კერძო სამართალში. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ევრო საბჭოს კორუფციასთან ბრძოლის პროექტის (G-PAC) იურიდიულ მრჩეველად, რომელიც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და სამართლებრივ საკითხთა დირექტორატის ეგიდით ხორციელდებოდა. იგი ასევე მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო განვითარებისა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის იურიდიულ კონსულტანტად ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლის მიმართულებით. ნათიას ასევე აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
 
 ნათია 2007-2008 წლებში იყო საფინანსო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრი. ნათია ხანთაძე არის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოების, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და ეთიკის საბჭოს წევრი. ნათია 2009 წლიდან, სამართლის სკოლის დაფუძნებიდან, უძღვება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლას.  
 
აკადემიური საქმიანობა: ნათია ხანთაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ლექციებს 2010 წლიდან კითხულობს.იგი უძღვება სამართლის საფუძვლების, სამართლის მეთოდებისა და სამართებრივი წერის კურსებს.
 
განათლება:  ნათია ხანთაძეს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საჯარო სამართალში გერმანიის ფედერალურ ადმინისტრაციულ უნივერსიტეტში (შპაიერი, გერმანია). ნათია ხანთაძემ ასევე მოიპოვა სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრის  ხარისხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვან ფაკულტეტზე.
 

 

 

სტივენ ოსტერმილერი, იურიდიული განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP)

სამუშაო გამოცდილება: სტივენ ოსტერმილერს აქვს სამართლებრივ მრჩევლად და პროექტის ხელმძღვანელად მუშაობის თორმეტწლიანი გამოცდილება, კანონის უზენაესობისა და კომერციული პროგრამების ტექნიკური უზრუნველყოფაში, ხორვატიაში, ბოსნიაში, კამბოჯაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ამერიკის ადვოკატთა ასოციაციისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ეგიდით.

სტივს გააჩნია დავის ალტერნატიულ გადაწყვეტაში (ADR) მუშაობის ოც წელზე მეტი ხნის გამოცდილება, როგორც პრაქტიკოს ადვოკატსა თუ განვითარების პროექტების მენეჯერს.  ის იყო იურიდიულ ფირმის „Pederson & Houpt, P.C” პარტნიორი, სადაც წარმოადგენდა როგორც კორპორატიულ კლიენტებს, ასევე ინდივიდებს რთული საერთაშორისო და ლოკალური ტრანზაქციების მომცველ დავებში.

აკადემიური გამოცდილება: სტივს გააჩნია რვაწლიანი გამოცდილება აშშ–ში სამოქალაქო/სამეწარმეო სამართლის მიმართულებით მუშაობისა, მან ასევე დაარსა სამართლის კლინიკები ოთხ ქვეყანაში, შემოიტანა რიგი ინოვაციური სასწავლო პროგრამებისა, სამართლებრივი შეჯიბრების, შედარებით სამართლებრივი პროგრამებისა და ინტერაქტიული სწავლების ინიციატივების ჩათვლით. ასევე ჩაატარა სიღრმისეული სამართლებრივი/სამოსამართლო ტრენინგები ხორვატიაში (იუსტიციის სამინისტრო, უზენაესი სასამართლო, ადვოკატთა ასოციაცია და მოსამართლეთა ასოციაციები),  ბოსნია ჰერცოგოვინაში (სამართლებრივი/პროკურორთა სწავლების ცენტრი, ადვოკატთა ასოციაცია, უზენაესი სასამართლო) და კამბოჯაში (ადვოკატთა ასოციაცია და სამოსამართლო სწავლების აკადემია)

განათლება: სტივი ფლობს ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში და დოქტორის ხარისხს სამართალმცოდნეობაში, ნორზვესტერნის უნივერსიტეტიდან (ილინოისი, აშშ)

 

უილ ფოსტერი, პროფესორი, უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

სამუშაო გამოცდილება: უილ ფოსტერი არის არკანზასის შტატის ადვოკატთა ასოციაციის და არკანზასის დასავლეთ და აღმოსავლეთ ოლქების ფედერალური საოლქო სასამართლოების გაერთიანების წევრი.  აგრეთვე იყო ადვოკატი იურიდიულ ფირმაში “Friday, Eldredge & Clark, LLP”, ფეიათვილი, არკანზასი

აკადემიური გამოცდილება: უილ ფოსტერი უპშბორნის უნივერსიტეტში ასწავლის ინდივიდუალური შემოსავლის დაბეგვრას, საგადასახადო პოლიტიკას,  მსხვილი კორპორაციების დაბეგვრასა და კორპორაციების შერწყმასა და გაერთიანებას.

განათლება: ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში ცენტრალური არკანზასის უნივერსიტეტიდან, ასევე იურისტის ხარისხს არკანზასის უნივერსიტეტიდან და საგადასახადო სამართლის მაგისტრის ხარისხს  ნიუ იორკის უნივერსიტეტიდან.