ზაფხულის სკოლა 2012

2012 წლის 13-19 ივლისს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ ერთი ზაფხულის სკოლა გაიმართა, თემაზე:

ვალდებულებითი სამართლის აქტუალური საკითხები ქართული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით

ზაფხულის სკოლაში მოწვეული იყვნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები და ქართველი ადვოკატები.

პროგრამა მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • ვალდებულების შესრულება (ზოგადი ვალდებულებები; ხელშეკრულების განმარტება; წინარე ხელშეკრულება; ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა; ფულადი ვალდებულებების შესრულება; ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი; ვალდებულების შესრულება დეპონირებით)
  • ვალდებულების დარღვევა (სახელშეკრულებო, დელიქტური ვალდებულებები)
  • ვალდებულებით სამართლებრივი მოთხოვნების უზრუნველყოფის საშუალებები (ბე; პირგასამტეხლო; მოვალის გარანტია; თავდებობა; საბანკო გარანტია)

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა აკრედიტებული უნივერსიტეტის სამართლის სკოლების მე-3 და უფრო მაღალი კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტები და 2011 წლის კურსდამთავრებულები - სულ 34 მონაწილე, რომლებიც ზაფხულის სკოლისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.

ზაფხულის სკოლა ჩატარდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში. ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის საფასური, JILEP-ისა და თავისუფალი უნივერსიტეტის თანადაფინანსების გათვალისწინებით, შეადგენდა 170 ლარს (საფასურში შედის ტრანსპორტირება, საცხოვრებელი, კვება და ყველა საჭირო სასწავლო მასალა).

ზაფხულის სკოლა განხორციელდა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაცია: