ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი 2012

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრისა და უოშბორნის უნივერსიტეტის (კანზასი, აშშ) სამართლის სკოლის ორგანიზებით 2012 წლის 20-21 მარტს მოეწყო ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი. სიმპოზიუმის ფარგლებში ქართველმა და ამერიკელმა ექსპერტებმა წარმოადგინეს მოხსენებები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის იურისტის პროფესიული ეთიკა, იურისტის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, ასევე სამეწარმეო სამართლის საკითხები: დირექტორთა პასუხისმგებლობა მესამე პირებთან მიმართებაში, ფიდუციური ვალდებულებები და სხვა.
 
ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმს მხარს უჭერს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP), რომელსაც საქართველოში USAID-ის დაფინანსებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.
 
დამატებითი ინფორმაცია: